ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აქვთ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მაღალ სტანდარტს ერთნაირად აკმაყოფილებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) კვლევის შედეგების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთადერთია ქვეყნის მასშტაბით, რომლის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აქვთ.

ანგარიშის თანახმად, მერიისგან გამოთხოვილ იქნა 19, ხოლო საკრებულოსგან - 15 საჯარო ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დაცული იყო კანონით განსაზღვრული ინფორმაციის გაცემის 10 დღიანი ვადა და გაცემული ინფორმაცია შეფასდა როგორც სრულყოფილი.

2018 წლის ანგარიშის თანახმად კვლევა 128 საჯარო დაწესებულებაში ჩატარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა