დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საგარეო უწყებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯორჯ კენტს და აშშ-ს მხრიდან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს . მხარეებმა ასევე ვრცლად მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება. აღინიშნა თანამშრომლობის ყველა არსებული ფორმატის ეფექტიანი გამოყენების მზაობა და სურვილი.შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო მიმართულებით. ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ამერიკული კომპანიების მონაწილეობის მნიშვნელობას. უწყების ცნობით, მხარეებმა ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას როგორც ჰუმანიტარული, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების მუდმივად, მაღალ დონეზე ასახვის მნიშვნელობა და აშშ-ს, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა ამ პროცესში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა