ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა

ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლის ქალი დაშავდა.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, ქალს პირველადი დათვალიერების შედეგად თავის არეში მძიმე ტრამვა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მცირე სატრანსპორტო შეფერხებაა.