კლინიკა „ფერომედში” რეანიმაციული განყოფილება გაიხსნა

ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში” რეანიმაციული განყოფილება გაიხსნა.

მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და მონიტორული კონტროლის სისტემით აღჭურვილი, 14 პაციენტზე გათვლილი პალატებიდან, ერთი პალატა ბავშვებისთვის და ერთიც ინფექციური პაციენტებისთვისაა გათვალისწინებული.

კლინიკის დირექტორის, კოტე ქავთარაძის ინფორმაციით, რეანიმაციული განყოფილების არარსებობის გამო, ხშირად პაციენტების სხვა კლინიკებში გადაყვანა ხდებოდა აუცილებელი, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების რისკს ზრდიდა.

მისივე თქმით, ამჟამად პაციენტებისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ გადაუდებელი, რეანიმაციული დახმარება ადგილზევე გაეწიოთ.

„კლინიკა “ფერომედში“, ამ დრომდე, რეანიმაციული განყოფილება არ არსებობდა. ამ პრობლემის გამო, პაციენტები სხვადასხვა დაწესებულებაში გადაჰყავდათ, რაც სხვადასხვა გართულების რისკს ზრდიდა. მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში, დროს და ოპერატიულად მოქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განყოფილების შესაქმნელად, კლინიკაში რამდენიმე პალატა მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა. უკვე ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ პაციენტს ადგილზევე გაეწიოს შესაბამისი დახმარება, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ კლინიკა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს შესაბამისად მოემსახუროს”, – განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა