85 წლის მამაკაცს, რომელიც სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, დღეს ბრალს წაუყენებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს ბრალს წაუყენებენ.

85 წლის ომარ გამყრელიძეს გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეჯოს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში უკვე დაიკითხენ მოწმები,ასევე გამოკითხული ბრალდებული მამაკაციც.

სოფელ ყანდაურაში, სადაც 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

4 ადამიანის მკვლელობასა და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ გუშინ დააკავა. ის საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა