თელავის ერთ-ერთ სოფელში ბებიის მიერ ნაცემი ბავშვის საქმეს სოციალური სამსახური სწავლობს

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბებიამ შვილიშვილს სცემა. 10 წლის ბავშვი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სამართალდამცველებმა მოათავსეს.

ექიმის თქმით, ბიჭს სახის და ხელის არეში სხვადასხვა დაზიანებები და სილურჯე აღენიშნებოდა. მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

კახეთის სოციალურ სამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტს სწავლობენ და ბავშვი ამ ეტაპზე მამიდასთან არის გადაყვანილი.

„აღნიშნული ბავშვის შესახებ ინფორმაცია კახეთის სოციალურ სამსახურში პარასკევს შემოვიდა. ბავშვი ამ ეტაპზე მამიდასთან არის უსაფრთხოდ, მაგრამ სოციალური სამსახური მაინც ჩართულია. სოციალური მუშაკი უახლოეს პერიოდში მივა და დაიწყებს მუშაობს, შესაბამისად, ბავშვს კანონიერ წარმომადგენელს დავუნიშნავთ, რის შემდეგაც მოიძებნება ბავშვის განთავსების ადგილი" , - აღნიშნა სოციალური მომსახურეობის კახეთის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა დალი მოსიაშვილმა.

„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, არასრულწლოვანის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან და 10 წლის ბიჭი ბებიის დასთან ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: ბებია 10 წლის ბიჭს ფიზიკურად გაუსწროდა - რას ამბობს ექიმი ბავშვის მდგომარეობაზე, რომელიც თელავის სავადმყოფოში დაზიანებებით მოათავსეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა