კინოთეატრი „რუსთაველი" - შენობა შეინარჩუნებს კინოთეატრის ფუნქციას და ძირითადი კონცეფცია შეიქმნება კინოთემატიკის ირგვლივ

შენობა შეინარჩუნებს კინოთეატრის ფუნქციას და ძირითადი კონცეფცია შეიქმნება კინოთემატიკის ირგვლივ, - ამის შესახებ ნათქვამია კინოთეატრ „რუსთაველის“ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სინამდვილეში, დაახლოებით 2 თვის წინ და არა გუშინ, ან დღეს, რესტავრატორების ჯგუფმა ჩამოხსნა რამდენიმე ფილა ფასადზე, რადგან მიმდინარეობს შენობის ისტორიული კვლევა. განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით დაშვებული სამუშაოები: ძეგლის ნატურში კვლევა, დაზვერვა, გაკეთდა არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები, ზონდაჟები(ფერისა და მასალის კვლევისათვის კონსტრუქციული ელემენტების შესასწავლად და მდგრაგობის გამოსავლენად, ტენიანობის დასადგენად, ასევე ავთენტური ელემენტების განსასაზღვრად),ამჟამად კვლავ მიმდინარეობს კვლევითი პროცესი. კვლევის გარდა შენობას არც გარედან და არც შიგნიდან არავინ შეხებია.

შენობა შეინარჩუნებს კინოთეატრის ფუნქციას და ძირითადი კონცეფცია შეიქმნება კინოთემატიკის ირგვლივ.

ჩვენი კომპანია მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს კინოთეატრ „რუსთაველის“ ისტორიული სახის აღდგენა. პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია და აუცილებლად გავაცნობთ დეტალებს ფართო საზოგადოებას, სანამ რაიმე სახის სარეკონსტრუქციო სამუშაო დაიწყება და ეს პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება.

რაც შეეხება შენობის განვითარების ხედვის სხვადასხვა ვერსიებს, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ნებისმიერი მოსაზრება და დაინტერესებული საინიციატივო ჯგუფები ჩავრთოთ პროცესში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, კომპანია „დეფანის" წარმომადგენელმა, დიმიტრი მესტიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დეველოპერები კინოთეატრ „რუსთაველის“ ისტორიული დეტალების აღდგენაზე მუშაობენ და მისი ფუნქციის შეცვლა არ მოხდება.

„პირველ რიგში, ხდება ამ შენობის აღდგენა-რესტავრირება და ფუნქციის შენარჩუნება. საჭიროა აღდგეს ის დეტალები, რაც არის ავთენტური, რაც არის ისტორიული და ამის შემდეგ, ამის საფუძველზე მოხდეს როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის რესტავრირება- რეაბილიტაცია", - განაცხადა მესტიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა