რუსლან აბაშიძე აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. პედაგოგებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიღწევებზე და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ისეთ საკითხებსაც, როგორიც არის აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლების გაძლიერების მნიშვნელობა, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პროცესში მოსწავლეთა მეტი ჩართულობის აუცილებლობა, სკოლების და სხვა. წამოწეული იყო 1-ელი საჯარო სკოლისთვის, გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების პროცედურის დაჩქარების საკითხი. შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა