თელავის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა

თელავის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით,შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმდი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი დადგენილია.