5 მაისს ფოთი ქალაქის დღეს იზეიმებს

5 მაისს, უკვე მეორედ, ფოთი ქალაქის დღეს იზეიმებს. ფოთის მუნიციპალიტეტის ცნობით, დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.

,,წლევანდელი ზეიმის პროგრამა მრავალფეროვანია. საკათედრო ტაძარში ჩატარდება საზეიმო წირვა, ცენტრალურ პარკში გაიმართება გამოფენები, ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდისა და ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი, ადგილობრივი ბენდების იმპროვიზირებული გამოსვლები. ქალაქ ფოთსა და ბათუმის საზღვაო აკადემიას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“, - აღნიშნა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალაქის დღე მეგა-პროექტის „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ გამარჯვებულის, მანანიკო ცენტერაძის გალა-კონცერტით დასრულდება. ღონისძიებებს ფოთთან დამეგობრული ქალაქების ხელმძღვანელები, მაღალი რანგის სტუმრები და სასულიერო პირები დაესწრებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა