ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დაიტბორა

უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა. გადაუღებელმა წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დატბორა. დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები,შიდა საუბნო გზები და დატბორილია სახლების პირველი სართულები.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაცით, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თითქმის ყველა სოფელში,სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა და დატბორვა გამოიწვია .ჯონდო მდივნიშვილის თქმით, გათიშულია ელექტროენერგია და დაწყვეტილია სასმელი წყალი.

„ჭარბმა ნალექმა დაზარალა ლაგოდეხის თითქმის ყველა სოფელი, განსაკუთრებით აფენის თემი. სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ვენახები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები. ასევე, მოსახლეობის ნაწილს ელექტორენერგია და სასმელი წყალი არ მიეწოდება.მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა. ამ წუთებშიც გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოაები“, - განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალოტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დაიტბორა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო