არსებული ინფორმაციით, სოფელ იყალთოში მოკლული 43 წლის მამაკაცი გამშველებელი იყო,  მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში გვიან ღამით მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დაკავა. დაკავებული მამაკაცი თელავის პოლიცის განყოფილებაშია მოთავსებული. ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

სოფელ იყალათოში, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელმა 43 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე ახალგაზრდებს შორის უერთიერთშელაპარაკებას,შემთხვევით შეესწერო გელა გერმანიშვილი რომელმაც შეირაღებულ თანასოფლელს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, რა დროსაც მას თავის არეში ესროლეს. დაჭრილი რეფერალურ სავადმყოფოში, მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლიბაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: სოფელ იყალთოში გვიან ღამით მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს