დავით ზალკალიანი  ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2019 წლის 5-6 მაისს, ბრატისლავაში გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე დაგეგმილია დავით ზალკალიანი სიტყვით გამოსვლა.

მათივე ინფორმაციით, მინისტერიალში ვიშეგრადის ოთხეულის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მისი დასრულების შემდეგ გაიმართება პრეს-კონფერენცია, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ დელეგაციის ხელმძღვანელები, მათ შორის, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩიკი, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტეოდორ-ვიორელ მალესკანუ და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

საგარეო უწყებსი ცნობით, ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოს დელეგაცია ასევე დაესწრება ქართული ღვინის დეგუსტაციისადმი მიძღვნილ მიღებას, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის სიტყვით გამოვა.

„ვიშეგრადის ოთხეულის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე წელიწადში ერთხელ იმართება, ვიშეგრადის ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნის ორგანიზებით. აღნიშნული შეხვედრები „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში (V4+EaP) ტარდება, რომელიც 2011 წელს იქნა ინიცირებული ვიშეგრადის ჯგუფის მთავრობების მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად. ​

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია