გიორგი შენგელია -  მაქსიმალურად გვერდში დავუდგები ჩვენს მოქალაქეებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატი დღეს შარტავასა და შენგელიას ქუჩის, ასევე, ბუკიას ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი ბინების მცხოვრებს შეხვდა, პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა. მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ შენგელიას ქუჩაზე მოეწყო გარე განათება, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა. რაც შეეხება, შარტავას ქუჩას, რეაბილიტირდა შიდა გზები და მოეწყო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი. ასევე, რეაბილიტირდა ბუკიას ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავი, რომლის ღირებულებამაც 100 000 ლარზე მეტი შეადგინა. „კარდაკარ შეხვედრების დროს მოსახლეობასთან საუბრისას, გამოიკვეთა სხვადასხვა სახის პრობლემა, რომლებიც მოსახლოებას დღემდე აწუხებს. ეს იყო შარტავას ქუჩაზე სანიაღვრე არხის პრობლემა, რომელიც უახლოეს პერიოდში მოგვარდება. არის სხვადასხვა საკითხი, რომლის გადაჭრაც დროულად მოხდება. მაქსიმალურად გვერდში დავუდგები ჩვენს მოქალაქეებს და ხელს შევუწყობ ზუგდიდელებს კომფორტულ გარემოში იცხოვონ“, - განაცხადა შენგელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს