გიორგი შენგელია დევნილთა დასახლებაში საფეხბურთო ტურნირს დაესწრო

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი გიორგი შენგელია თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა ჩასახლებაში, საარჩევნო შტაბის მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ტურნირს დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ტურნირში სულ 10 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა, მათგან პირველი ადგილი კომბინატის დევნილთა საფეხბურთო გუნდს ერგო. ტურნირს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე, ასევე, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მურად აბლოთია ესწრებოდნენ. გიორგი შენგელიას განცხადებით, მსგავსი ტურნირების ჩატარება მისასალმებელია, რადგან ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა