ფოთში ქალაქის დღეს ზეიმობენ

ფოთში ქალაქის დღეს ზეიმობენ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.

გაიმართა ფოთის საპატიო მოქლაქის წოდების მინიჭების ცერემონია. ქალაქის საპატიო მოქალაქეებად გერმანელი პროფესორი ჰელმუნტ შნაიდერსი და ფოთთან დამეგობრებული, შვედეთის სამეფოს ქალაქ ოსტამარის მერი იაკობ სპანგენბერგი დასახელდნენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის საზღვაო აკადემიას, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

,,მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსებას ამ ქალაქში. დაახლოებით 2020 წლისთვის ჩვენ გვექნება საზღვაო სასწავლებელი აქ, რომელიც მოემსახურება რეგიონს და შესაბამისად, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საზღვაო განათლება უკვე აქ მივიღოთ. როდესაც ფოთს აქვს ყველაზე დიდი ნავსადგური, , თან ამ რეგიონში არის ყულევის ნავსადგური, შენდება ანაკლიის პორტი - ამის ფონზე მნიშვნელოვანია პროფსიული კადრების აღზრდა,“- განუცხადა ჟურნალისტებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

მოწვეულმა სტუმრებმა ნიკო ნიკოლაძის კოშკი დათვალიერეს. ქალაქის ცენტრალურ პარკში კი გამოფენები მოეწყო. მოგვიანებით, ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდის, ,ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობითკონცერტი გაიმართება. დღესვე ერთ-ერთ სკვერს ფოთთან დამეგობრებული ქალაქის-ოსტამარის სახელი მინიჭება. ღონისძიება ცნობილი მეგა-პროექტის ,,ჩვენ ვარსკვლავები ვართ’’ გამარჯვებულის, მანანიკო ცენტერაძისა და ბენდი ,,Mix2ra-ს კონცერტით დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა