მახინჯაურში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვენ,- ამის შესახებ მახინჯაურში გამართული აქციის მონაწილეებმა განაცხადეს. მათი თქმით, ოთხსართულიანი კორპუსი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა და არსებობს გამოსახლებისა და შენობის გასხვისების რისკი.

როგორც მათ აღნიშნეს, შენობაში შესახლების უფლება 2009 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მისცა, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები კი პერიოდულად შენობის დაცლას სთხოვენ. მათივე განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს აქციებს გააგრძელებენ.

„შენობაში 42 სამხედრო პირის ოჯახი ცხოვრობს. მათგან ზოგი მოქმედი, ნაწილი კი ყოფილი სამხედროა. აქ ვცხოვრობ 2009 წლიდან და სულ გამოსახლებას ველოდები. ვითხოვთ ფართების დაკანონებას. პერიოდულად მოდიან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და გვთხოვენ შენობის დაცლას. ჩვენ თვითნებურად არ შემოვსულვართ. შენობაში შესახლების უფლება 2009 წელს თავდაცვის საინისტრომ მოგვცა იმ პირობით, რომ ძველ შენობას თავად მოვაწესრიგებდით. სესხითა და სხვა საშუალებებით გავარემონტეთ ბინები. მზად ვართ ტერიტორია იმ შემთხვევაში დავთმოთ, თუ სახელმწიფო ალტერნატიულ საცხოვრებელს შემოგვთავაზებს, ოღონდ ბათუმში,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ როინ ბერიძემ.

მახინჯაურში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით აქცია გაიმართა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა