„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე და თორნიკე რიჟვაძე ტრადიციულ დღესასწაულს "ჩაოობას" დაესწრნენ

„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი  ვახტანგ ბერიძე და თორნიკე რიჟვაძე ტრადიციულ დღესასწაულს "ჩაოობას" დაესწრნენ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში, ტრადიციულ საზეიმო- კულტურულ დღესასწაულს "ჩაოობას" დაესწრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კანდიდატმა სოფლის მოსახლეობასთან თავის პროგრამაზე დეტალურად ისაუბრა და ამომრჩეველს ის პროექტები გააცნო, რომლებიც მიმდინარეობს და ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება.

დღესასწაული საპატიო ჩაოელის დაჯილდოებით დასრულდა.