თორნიკე რიჟვაძე სტადიონის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტი წლის ბოლომდე დასრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის არქიტექტურულ მემბრანაზე ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი და შიდა მოპირკეთების სამუშაოები. საინჟინრო კომუნიკაციის მონტაჟის 90% დასრულებულია. დასკვნით ეტაპზეა სტადიონის სახურავის გადახურვის სამუშაოები.

„ბათუმის სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, აღნიშნული ობიექტი წელს დასრულდება. მოგეხსენებათ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანგრია სტადიონი, რომელიც ჰქონდა ბათუმს. სწორედ, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება, გამოცხადდა ტენდერი და ვხედავთ, რომ დღეის მდგომარეობით, სტადიონის ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია. მინდა მივულოცო ეს ამბავი ბათუმელებს, განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივრებს.

სკამების ფერზეც უკვე ჩამოყალიბებულნი ვართ და ისინი იქნება იმ ფერის, როგორიც ბათუმის დინამოს და მათ გულშემატკივრებს გაუხარდებათ. დარწმუნებული ვარ, ეს სტადიონი არაერთ საინტერესო საფეხბურთო და არასაფეხბურთო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაიწყება სკამების მონტაჟისთვის ტრიბუნების მომზადება, მინდვრის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები და განათება-გახმოვანების სისტემის დამონტაჟება. სტადიონის მშენებლობაზე ამ ეტაპზე 450 ადამიანია დასაქმებული.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს