„ნაცმოძრაობის“ წევრი - ქუთაისის ვიცე-მერს მივლინება აქვს გაფორმებული ჭუბერსა და ბათუმში, სადაც უწერია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში იყო, არადა არც ჭუბერშია სამინისტრო და არც ბათუმში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება. პარტიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, მერიის მიერ სამივლინებო და საწვავის თანხების „არასწორ ხარჯვაზე“ ისაუბრეს.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, 2018 წელს სამივლინებო ხარჯებზე 96 000 ლარი, საწვავზე კი - 400 000 ლარზე მეტი იყო გამოყოფილი. შუშანია განმარტავს, რომ მივლინებების ნაწილი კანონდარღვევით გაფორმდა, რაც კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

„გასულ წელს 96 000 ლარი იყო გამოყოფილი მივლინებებზე, საწვავზე კი, 420 000 ლარი. მნიშვნელოვანია ის, რომ რამდენიმე მივლინება ოფიციალურად მივლინების დასრულების შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში გაფორმდა. ეს არის კანონდარღვევა. მაგალითად, ვიცე-მერს იუზა უგულავას ერთ დღეს მივლინება გაფორმებული აქვს ჭუბერში და ბათუმში, სადაც უწერია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში იყო. არც ჭუბერში და არც ბათუმში სამინისტრო არ არის. ასევე მერიის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით მივლინებაზე მერიის ავტომობილებით გადაადგილდებიან და ათეულობით ლიტრ საწვავს ხარჯავენ. რატომ არ შეიძლება მერის თანაშემწე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაემგზავროს თბილისში, ამისთვის რატომ უნდა დაიხარჯოს ზედმეტი თანხა?" - განაცხადა გიგა შუშანიამ.

იგი მოუწოდებს აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს სამივლინებო თანხების ხარჯვითი ნაწილით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა