გელა სამხარაული სტიქიისაგან დაზიანებულ ადგილებზე სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

უამინდობამ და სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა. შექმნილ ვითარებას პარლამენტის წევრი, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ჯებირები გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია სოფლების შიდა გზები. განსაკუთრებით ილტოსა და ორვილის ხეობის მიმდებარე ტერიტორია დაზიანდა.

როგორც გელა სამხარაულმა განაცხადა, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და ეს პროცესი პრობლემის სრულად მოგვარებამდე გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა