რუსთავი ,,ევროპის დღეები 2019’’-ს შეუერთდა

5 მაისს, „ევროპის დღეების“ გახსნასთან დაკავშირებით, რუსთავის ცენტრალურ პარკში, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, პარკის ტერიტორიაზე რუსთაველი მხატვრების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და ევროპული სამზარეულოს დეგუსტაცია მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველი ახალგაზრდებისთვის თემაზე - „საავტორო და მომიჯნავე უფლებები“ ლექცია-სემინარი, ასევე, ექსტრემალების შოუ სკეიტ პარკში და ცოცხალი მუსიკის კონცერტი გაიმართა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი აქტივობები, საინიციატივო და არაფორმალური ჯგუფების - "ნაპერწკალი’’და „ჩა(ე)რთე“ ორგანიზებით და სახელოვნებო, სპორტისა და ახლაგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს