ორგანიზაცია "დაიცავი ძველი ბათუმის" წევრები ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ

ორგანიზაცია "დაიცავი ძველი ბათუმის" წევრები ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ.

„ბათუმელები მოგმართავთ და გვინდა ამ ქალაქის საზოგადოების ხმა მოგაწვდინოთ ''ბათუმი რივიერას'' პროექტთან დაკავშირებით. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, პროექტს ახორციელებს კომპანია ''სილქ-როუდ ჯგუფი“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით. სწორედ ეს გახდა ამ წერილის დაწერის მიზეზიც. გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, თქვენამდე არ მოაქვთ სრულყოფილი ინფორმაცია იმ მოვლენებისა და ფაქტების შესახებ, რაც „ბათუმი რივიერას“ განაშენიანებას უკავშირდება. კერძოდ, რატომღაც უარყოფილია და არ იზიარებენ ქართველი მეცნიერების, მკვლევრებისა და ხელოვნებათმცოდნეების დასკვნებს ბათუმის ისტორიული ზონის შესახებ; ცინიკურად არის იგნორირებული ბათუმის სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია და პროტესტი 6 ცათამბჯენის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით",- აცხადებენ ორგანიზაცია "დაიცავი ძველი ბათუმის" წევრები.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს