მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანისთვის 35 ერთეულ სპეციალურ ტექნიკას შეიძენს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ბაკურიანისთვის 35 ერთეული ტექნიკის შეძენას გეგმავს. დაგეგმილია თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის, საცობების პრევენცია/განეიტრალებისთვის და ვიზიტორების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა. პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, გარდა ტრასპორტის შეძენისა, ბაკურიანში ფონდი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება, ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

მათივე ინფორმაციით, ფონდს ბაკურიანში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი, როგორიცაა ბაკურიანის ურბანული განახლება, სატრანსპორტო გეგმის შემუშავება, ავტოსადგომის, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობა, ასევე ბაკურიანის რეკრეაციული პარკის რეაბილიტაცია.

„მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანში 2018 წლის დეკემბერში ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი დაახლოებით 7.5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

წლების განმავლობაში ბაკურიანისა და გუდაურის კურორტების ქაოტური განაშენიანების შედეგად, არსებული ინფრასტრუქტურა ვერ ემსახურება დამსვენებელთა გაზრდილ რაოდენობას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კურორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები სწორედ არსებული პრობლემების მოწესრიგებას ემსახურება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა