ტყიბულში ავტოსადგომზე სამგზავრო მიკროავტობუსი და საწყობი გაქურდეს

ტყიბულში ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ ავტოსადგომზე ღამით სამგზავრო მიკროავტობუსი და საწყობი გაქურდეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაძარცულია ახლად შეძენილი მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ უბანს ემსახურებოდა. ასევე, საწყობიდან წაღებულია ავტონაწილები და ტექნიკური ხელსაწყოები. გაძარცული მიკროავტობუსი და საწყობი დილით სამსახურში მისულმა კომუნალური გაერთიანების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.

ქურდობის ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს. „ქურდობა ნამდვილად მოხდა, ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა მიმართა შესაბამის ორგანოებს და მიმდინარეობს გამოძიება“, -აცხადებენ მერიაში.

აღნიშნულ საქმეზე „ინტერპრესნიუსს“ შსს -ში განუცხადეს, რომ გამოძიება ქურდობის ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა