სოფელ ჰერეთისკართან, მდინარე ალაზნის ადიდების გამო, გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე, მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე გადმოდის უხვი რაოდენობით წყალი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა