ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. წირვა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჩაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, წირვის დასრულების შემდეგ, მერობის კანდიდატმა თანაქალაქელებს გიორგობა მიულოცა.

"მინდა, გიორგობის დღესასწაული მივულოცო ყველა მართლმადიდებელს და სრულიად საქართველოს. წმინდა გიორგის ძალა და მადლი ფარავდეს თითოეული თქვენგანის ოჯახს. გიორგობა განსაკუთრებული დღესასწაულია, წმინდა გიორგი საქართველოს მფარველია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაე, ეს დღე ახალი გამარჯვებების საწინდარი ყოფილიყოს",- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა