თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ბათუმის ქუჩაზე მოხდა. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ერთმანეთის მეზობლად მყოფ ორ ახალგაზრდას შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.

დაშავებულს ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ექიმის თქმით, 25 წლის ახალგაზრდას ქირურგიური ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა