მოსკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის მიუხედავად, რუსეთი „სუხოი სუპერჯეტ 100“-ის მოდელის თვითმფრინავების მუშაობის შეჩერებას არ აპირებს

რუსეთი არ აპირებს „სუხოი სუპერჯეტ 100“-ის მოდელის თვითმფრინავების მუშაობის შეჩერებას, - ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ევგენი დიტრიხმა განაცხადა.

მისი თქმით, იგი ვერ ხედავს იმის მიზეზს, რომ „სუხოი სუპერჯეტ 100“-ის მოდელის თვითმფრინავების ფრენა შეჩერდეს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ავარიული დაშვებისას ერთ-ერთ ლაინერს ცეცხლი გაუჩნდა.

ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ „აეროფლოტის“ ლაინერი „შერემეტიევოს“ აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 18:02 წუთზე აფრინდა. იგი ქალაქ მურმანსკში მიფრინავდა. თუმცა, აფრენიდან მაველევე პილოტმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა. საგანგებო დაშვებისას კი „აეროფლოტის“ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

მგზავრები ლაინერიდან გამოსვლას საავარიო გამოსასვლელიდან ცდილობდნენ.

ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. ავიაკასტროფის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. 33 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადარჩა. აქედან 5 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს