გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდში საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდში საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა. ახალგაზრდები ავტომობილებით და დროშებით გადაადგილდებოდნენ. ერთ-ერთი ორგანიზატორის, ირაკლი პაჭკორიას თქმით, მათ ოფისში მოქალაქეები აკითხავენ, რომლებიც ამბობენ, რომ აშინებენ.

„მოგვდის ინფორმაციები და გვეუბნებიან, რომ უკვე დაწყებული აქვთ ადამიანების დაშინება და მოსყიდვა. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს. მათ ავიწყდებათ ერთი რამ, რომ ეს არის ზუგდიდი და ზუგდიდელების შეშინება არის წარმოუდგენელი“, - ამბობს ირაკლი პაჭკორია.

გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ავტომობილებით მსვლელობა ქალაქის ტერიტორიაზე მოაწყვეს და აქცია ენგურის ხიდის მიმდებარედ დაასრულეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა