ლაგოდეხის მერი - ძირითადი პრობლემა გურჯაანისკენ მიმავალი ცენტრალური გზაა, სადაც ალაზანია გადმოსული - სტიქიის ზონაში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, თითქმის ყველა თემში საცხოვრებელი სახლიდან სრულად არის ამოტუმბული წყალი, თუმცა ცალკეულ ადგილებზე სამაშველო სამსახურის ჩართულობა მაინც საჭიროა. ჯონდო მდივნიშვილის თქმით, ამ ეტაპზე სტიქიის ძირითადი ეპიცენტრი, მდინარე ალაზნის მიერ დატბორილი ადგილებია, მათ შორის ცენტრალური მაგისტრალი.

„მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ვებრძვით სტიქიას. უხვმა ნალექმა თითქმის ყველა თემში საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შიდა საუბნო გზები დატბორა. თბილისიდან ჩამოსული სამაშველო ჯგუფებიც გვეხმარებოდნენ. ახლა ძირითადი პრობლემა გურჯაანისკენ მიმავალი ცენტრალური გზაა, სადაც მდინარე ალაზანია გადმოსული და სამანქანე გზის დაკეტვა გახდა საჭირო. სტიქიის ზონაში კვლავ მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია", - განაცხადა მუნიციპალიტეგის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს