გიორგი შენგელია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ, გიორგი შენგელიასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, მერობის კანდიდატთან ერთად განიხილეს ეკონომიკური განვითარების ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, კანდიდატისგან მოისმინეს არსებული გამოწვევები და საფრთხეების დაძლევის გზებზე იმსჯელეს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მერობის კანდიდატს საარჩევნო პროგრამასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვეს.

"შეხვედრაზე საუბარი იყო ზუგდიდის ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზე, თუ, რა ხედვები გვაქვს მე და ჩემს გუნდს. ძირითადი აქცენტები გაკეთდა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ასევე, საუბარი იყო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს მუნიციპალიტეტს. არასამთავრობო სექტორისგან მიღებული იქნა რჩევები ამ მიმართულების გასავითარებლად. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა ის საკითხი, რომელიც წაადგება ჩვენს მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარებისთვის და იმ მიზნის მიღწევისთვის, რაც დამატებით რესურსებისა და სახსრების მოზიდვას ემსახურება", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ცნობისთვის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ევროკავშირის ინიციატივაა, რომელსაც საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა, ზუგდიდი კი 2018 წელს შეუერთდა. აღნიშნული ინიციატივა არის მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად ხელი შეუწყონ ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშო ადგილების შექმნას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო