ხობში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები - კახა კუკავა და გოგი წულაია მხარდამჭერებს შეხვდნენ

ხობში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები - კახა კუკავა და გოგი წულაია მხარდამჭერებს შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს, ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებს ქვეყანაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით „თავისუფალი საქართველოს“ ხედვა გააცნეს.

როგორც კახა კუკავამ შეხვედრაზე აღნიშნა, აუცილებელია ხელისუფლების შეცვლისა და გადაბარების პროცესის დაწყება, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ უკვე საბოლოოდ ამოწურა ნდობის კრედიტი და მას, სამომავლოდ ქართველი ხალხისათვის არაფრის შეთავაზება აღარ შეუძლია.

„იმავდროულად, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ოპოზიციის როლს არ და ვერ ასრულებს „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ აუცილებელია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს ოპოზიციური ძალების ახალი კოალიცია.

ამ მიზნით ჩვენ, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებთან და პოლიტიკოსებთან, როგორც პარლამენტის შიგნით, ისე პარლამენტს გარეთ. იმ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან არც დღევანდელი და არც წინა ხელისუფლების ნაწილი“, - აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, „ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ 19 მაისს დაგეგმილ არჩევნებში მოსახლეობამ გამოხატოს თავისი ნება სწორედ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ - ახალი, მესამე ძალის სასარგებლოდ“.

შეკრებილებს მიმართა „თავისუფალი საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამაც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა