დავით ზალკალიანმა სლოვაკეთში ქართული ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლა

სლოვაკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქართული ღვინის დეგუსტაციისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო, სადაც მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. “ქართული სადღეგრძელო „გაუმარჯოს“ სხვა ადამიანების გამარჯვების, კეთილდღეობის სურვილს გამოხატავს. მოდით, ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა სწორედ საერთო გამარჯვებას, კეთილდღეობას, წინსვლასა და წარმატებას მივუძღვნათ“ - აღნიშნა მინისტრმა ზალკალიანმა თავის სიტყვაში. გამოსვლისას მან დადებითად შეაფასა ბრატისლავაში ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც მინისტრებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ფორმატის განვლილი პერიოდი და თანამშრომლობის სამომავალო მიზნები დასახეს. დავით ზალკალიანმა დამსწრე სტუმრებს ასევე გააცნო ის ხელშესახები შედეგები, რაც საქარათველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზამ მოუტანა. უწყების ინფორმაციითვე, ღონისძიებაზე ასევე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი ქართულ ღვინოზე, სადაც ისაუბრეს საქართველოში ღვინის ისტორიულ კულტურაზე, რასაც მოწმობს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალები, საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკი 8000 წელს ითვლის და ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელი - ქვევრი. აღინიშნა, რომ „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. ქართული ღვინის დეგუსტაცის ესწრებოდნენ სლოვაკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. 2019 წლის 5-6 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ბრატისლავას ეწვია, სადაც ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს