თორნიკე რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილისადმი „დაიცავი ბათუმის“ ღია წერილს გამოეხმაურა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილისადმი „დაიცავი ბათუმის“ ღია წერილს გამოეხმაურა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მილიარდი ლარის მოცულობითი და ხარისხობრივი პროექტი, რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, რეგიონში ყველა პროექტი, ყველა გადაწყვეტილება იქნება კანონთან შესაბამისობაში და ამ შემთხვევაშიც კანონი ზედმიწევნით იქნება დაცული.

,,ფონდი ქართუ“ და რა თქმა უნდა, მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, ვინც მთელ თავის სახსრებს ახარჯავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ბუნებრივია, აჭარაც არ არის გამონაკლისი.60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი განხორციელდა აჭარაში. მათ შორისაა ბათუმის დრამატული თეატრი, რომლის რესტავრაციისთვის „ქართუ“ ფონდმა 15 მლნ გამოყო. ასევე, დელფინარიუმი, ახალგაზრდობის პარკი, რაგბის მოედნები. ამ ფონდის საქმიანობა ეხება პრაქტიკულად ყველა იმ სფეროს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის და თითოეული ქართული ოჯახის უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა