მაია ცქიტიშვილი - ძველ ხიბულაში მიმდინარე პროექტები კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ თანამშრომლობენ „ფონდი ქართუ" და სახელმწიფო

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრი ასევე ადგილზე გაეცნო ეკლესიის პროექტს, რომლის აშენებაც მიმდებარედ იგეგმება.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ძველ ხიბულაში მიმდინარე პროექტები არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ თანამშრომლობენ „ფონდი ქართუ" და სახელმწიფო.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და მოეწყობა „ქართუს“ მიერ, სადაც გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი. გარდა ამისა, აქვე დაგეგმილია „ქართუს“ მიერ ეკლესიის მშენებლობა, რომელიც იქნება ერთიანი კომპლექსი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას პირველ რიგში ექნება საშუალება პატივი მიაგოს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ობიექტი გახდება ძალიან საინტერესო ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ ჩვენი ისტორია ბევრად უკეთ.

გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვახორციელებთ გზების მოწყობის სამუშაოებს, ასევე წყალმომარაგების და გაზიფიცირების სამუშაოებს. ასევე ჩვენ ვნახეთ ზუგდიდი- ნარაზენის გზის მონაკვეთი, რომელიც დასრულებულია. ძველ ხიბულაში შიდა გზები მოეწყობა, დაახლოებით 4- კილომეტრიანი მონაკვეთი. ამავე ტერიტორიაზე „ქართუს“ მიერ იგეგმება სკვერის მოწყობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ძველ ხიბულაში სტუმრობის დროს დაპირდა ადგილობრივებს",- აღნიშნა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა აღნიშნული პროექტები შუალედურ არჩევნებს, ცქიტიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს სამეგრელო და ძველი ხიბულა მანამდეც ახსოვდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა