ქუთაისის მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკი უცნობმა პირებმა დაარბიეს. დამტვრეულია ღამის განათებები, ნაგვის ურნები, სკამები. ადგილზე მოსახლეობა შეიკრიბა, რომლებმაც მომხდარის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს.
მათი თქმით, საპატრულო პოლიცია პარკის ადმინისტრაციამ გამოიძახა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.