ნუცუბიძის III მიკრორაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო ნუცუბიძის III მიკრორაიონში მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ამავე მიკრორაიონის I კვარტლის მე-10 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა. აღნიშნული კორპუსის შიდა ეზოში და III მიკრორაიონის დასაწყისში არსებულ საერთო სარგებლობის კიბეზე წვიმის დროს წყალი გროვდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება. გარდა ამისა, ამავე კვარტალში მე-10 კორპუსთან დამცავი კედელი ეწყობა. მშენებლობის შედეგად, მრავალბინიანი კორპუსების მცხოვრებლები კლდის ჩამოშლის საშიშროებისგან იქნებიან დაცული. პროექტის თანახმად, კედლის სიგრძე 43 მეტრს შეადგენს. სამუშაოებს ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „კლასიკ სტროი“ აწარმოებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის მე-2 და მე-3 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ მისამართზე ახალი ტიპის - Street Workout ტრენაჟორები დამონტაჟდა. კომპლექსი ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებსა (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს.

პროექტის ბოლო ეტაპზე, მოედანზე რბილი საფარი დაიგება. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ემ ემ“-ი ასრულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა