მაია ცქიტიშვილი ანაკლიაში ჩასვლაზე - ზედმეტად აჟიტირება ხდება ჩემი ვიზიტის და ჩამოსვლის თუ არ ჩამოსვლის

ზედმეტად აჟიტირება ხდება ჩემი ვიზიტის და ჩამოსვლის თუ არ ჩამოსვლის, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა "ინტერპრესნიუსს" ანაკლიაში ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, თავისი ინიციატივით ესტუმრა მინიტრი ანაკლიას თუ კონსორციუმმა მიიწვია, ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ის ანაკლიას სამეგრელოში რამდენიმე ობიექტის დათვალიერების ფარგლებში ეწვია.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა ობიექტი, მომავალი პორტის ადგილი და განხორციელებული სამუშაოები. ეს ყველაფერი არაერთხელ გვაქვს სხვადასხვა პრეზენტაციების დრო ნანახი და დღეს უკვე ადგილზე ვნახე. მადლობა კონსორციუმს მოწვევისთვის, " -აცხადებს ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, თანამშრომლობა კონსორციუმთან და ინვესტორებთან აქტიურია.

„პროექტი მთლიანობაში მთავრობის ინიციატივაა და ჩემი ჩამოსვლით თუ არჩამოსვლით ეს გადაწყვეტილება არ იცვლებოდა. მე დეტალური ინფორმაცია მაქვს პროექტთან დაკავშირებით. წაკითხული მაქვს კონტრაქტი. მაქვს საკმაოდ ღრმა ცოდნა და ინფორმაცია. ჩემი ჩამოსვლით თუ არჩამოსვლით ჩემი შთაბეჭდილებები პროექტის მიმართ არ იცვლება,"-განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის პირველი სტუმრობაა ანაკლიაში. მან პორტის ტერიტორია შესაბამისი ეკიპირებით დაათვალიერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა