გორში წმინდაწყლის  განვითარების გეგმა განიხილეს

გორში წმინდაწყლის განვითარების გეგმა განიხილეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქალაქის ერთ-ერთი მასშტაბური უბნის - წმინდაწყლის განვითარების გეგმის სამუშაო ვერსია პოლონეთის მხარემ გააცნო.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას პოლონელმა ექსპერტებმა დოკუმენტთან დაკავშირებით ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინეს და ყველა დასმულ კითხვას უპასუხეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პოლონეთი-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს 58 ჰექტრამდე ფართობის განაშენიანების გეგმის მომზადების მეორე ეტაპი.

მათივე ცნობით, საჯარო კონსულტაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ ფარგლებში ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა