რუსთავის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ხანძარი გაჩნდა

რუსთავის ცენტრში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის კერა სუპერმარკეტის სამზარეულოს ბლოკში ფიქსირდებოდა. შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანებაც.

ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი ასრულებდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს