ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია - ბაღის აღმზრდელების ხელფასი 20%-მდე გაიზრდება

მუნიციპალიტეტის მასშტაბით შენდება 7 ბაღი და სრულად რეაბილიტირდება 5 სკოლა, ახალ სკოლას კი ვაშენებთ სოფელ დარჩელში, - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ზუგდიდის ბაღების აღმზრდელებსა და სკოლის პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა.

მერობის კანდიდატის განმარტებით, ახალი ბაღების მშენებლობასთან ერად 10-ზე მეტი საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება. რაც შეეხება, ზუგდიდში არსებულ სკოლებს, წელს სრული რეაბილიტაცია უტარდება 5 სკოლას, ერთი კი შენდება. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარია გამოყოფილი და მოხდება სხვადასხვა სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციაც.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხვდით სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებსა და სკოლის პედაგოგებს. მათთან ერთად ის პრიორიტეტები და გეგმები განვიხილეთ, რომლის განხორციელებაც ჩემი მერად არჩევის შემდეგ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა იქნება. მე ვაცნობე მათ იმის შესახებ, რომ სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელების ხელფასები 20%-მდე გაიზრდება, რაც ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესები შემდგომშიც გაგრძელდება და შეუქცევადი იქნება მანამ, სანამ თითოეული პედაგოგის მოთხოვნილებები და ის შრომა საბოლოოდ არ იქნება დაფასებული. ასევე, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ამ სფეროში ინფრასტრუქტურული კუთხით, ვგულისხმობ, ბაღებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ, რომლებმაც საზოგადოებას გიორგი შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა