07.07.2025 / 08:38
კარლ ჰარცელი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით - ევროკავშირისთვის მედიის პლურალიზმი ფუნდამენტური საკითხია - ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესის დინამიკას

დიდი ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესის დინამიკას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"- ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე განაცხადა. მისივე თქმით, მედიაში პლურალიზმი ევროკავშირისთვის ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს.

„ეს კონკრეტული სარჩელი ახალი ამბავია, ამიტომ გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა, მაგრამ ფუნდამენტური საკითხი ევროკავშირისთვის არის მედიის პლურალიზმი. შესაბამისად, როგორც ადრე, ისევე ახლაც დიდი ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესის დინამიკას და მიმდინარეობას",-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება, რომ ტელეკომპანიაზე „შეტევის ახალი ფაზა იწყება“.

მისი განცხადებით, „რუსთავი2“-მა ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელის ნინო ნიჟარაძის სარჩელი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ნიჟარაძე „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორისგან, სხვა მეწილეებისგან და ე.წ გაყიდვების სახლისგან, ჯამში დაგროვილი გადასახადების სახით, 26 მილიონ ლარის კომპენსაციას ითხოვს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს