„ქართული  ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან ხმაურია

„ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან ხმაურია, სადაც ბიზნესმენი მანანა მიქავა მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს.

ის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. მიქავამ შენობაში შესვლა სცადა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა, რამდენად კანონიერი იყო მისი მოთხოვნები. მიქავამ ჟურნალისტს უთხრა, რომ მას კომენტარს არ მისცემდა, „რადგან მოგზავნილი იყო“.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება, საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა