„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტს მიმართავენ, „ქართული ოცნების" დეპუტატ ანზორ ბოლქვაძეს დეპუტატის იმუნიტეტი შეუწყდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტს მიმართავენ, „ქართული ოცნების" დეპუტატ ანზორ ბოლქვაძეს დეპუტატის იმუნიტეტი შეუწყდეს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძემ განაცხადა, ანზორ ბოლქვაძემ მათ წევრს, ხათუნა ბერიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„წინასაარჩევნო პერიოდში ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ირაკლი ჯორბენაძის შტაბის წევრი ხათუნა ბერიძე, ის განთავსდა საცხოვრებლად სასტუმრო ,,ხულოში“. 7 მაისს, საღამოს, სასტუმროში მივიდა პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე თანმხლებ პირებთან ერთად. ისინი იყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და აგრესიულად მოითხოვეს ქალბატონ ხათუნას დაეტოვებინა სასტუმროს ნომერი, რომელიც მას რამოდენიმე დღით ნაქირავები ჰქონდა. ანზორ ბოლქვაძე და მისი ზონდერ ჯგუფი არ მოერიდნენ შეურაცხყოფას და ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დეპუტატი კატეგორიულად მოითხოვდა მის მფლობელობაში არსებული სასტუმროს დაცლას. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არც ანზორ ბოლქვაძის ქონებრივ დეკლარაციაში და არც საჯარო რეესტრის მიხედვით აღნიშნული სასტუმრო არ არის ანზორ ბოლქვაძის მფლობელობაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ანზორ ბოლქვაძის მხრიდან მოქალაქე ხათუნა ბერიძის მიმართ განხორციელდა უკანონო მოთხოვნა დაეტოვებინა სასტუმრო.

მივმართავთ, საქართველოს პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დღეს ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს ფაქტიც არის ამის ბრწყინვალე ნიმუში, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი პირდაპირ ძალადობს ახალგაზრდა ქალბატონზე, ზღუდავს მის უფლებებს და აყენებს შეურაცხყოფას. მოვითხოვთ, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ძალადობის და ადამიანის უფლებების შეზღუდვის მუხლით. პარლამენტმა მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს ანზორ ბოლქვაძის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხი, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა ანზორ ბოლქვაძესთან ერთად ამ სამარცხვინო ქმედებაში. მოგმართავათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და მოვითხოვთ ძალადობის და განსაკუთრებით ქალის მიმართ ძალადობის, ასევე პარტიული ნიშნით განსხვავებული აზრის დევნაზე მოახდინოს შეფასებები და რეაგირება“, - აცხადებს ასმათ დიასამიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა