ზაურ დარგალი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, კანდიდატი, მსგავსი შეხვედრების გარდა, კარდაკარის პრინციპით, ქალაქ მარნეულში მცხოვრებ ოჯახებს სტუმრობს და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა. იგი მოქალაქეებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ აწვდის ინფორმაციას და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

მათივე ინფორმაციით, ზაურ დარგალმა, მოქალაქეებთან შეხვედრისას, ყურადღება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის პროექტზე გაამახვილა.

მისი განცხადებით, 2019-2020 წლებში განხორციელდება მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის პროექტი, რომლის დასრულების შემდგომ ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კანდიდატის განცხადებით, ქალაქ მარნეულში ასევე იგეგმება ცენტრალური სტადიონის „ალგეთი არენას“ რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდგომაც, ქალაქს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ექნება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს