აჭარას ქვემო სილეზიის დელაგაცია სტუმრობს

აჭარას პოლონეთიდან ქვემო სილეზიის დელეგაცია სტუმრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, დღეს, დელეგაციის წევრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უმასპინძლეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლონელ სტუმრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობები გააცნეს. მხარეებმა ტურიზმის მიმართულებით ქვემო სილეზია-აჭარის ურთიერთანამშრომლობაზე ისაუბრეს და პოლონეთში აჭარის პოპულარიზაციას გაუსვეს ხაზი.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება წლებია ხორციელდება. მათივე ინფორმაციით, მზარდია რეგიონში პოლონეთიდან საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, რაც გასულ წელს 11,5%-იან მატებას ითვალისწინებდა. 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე, ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს იწყებს პოლონური ავიაკომპანია „Enter Air“. ქვემო სილეზიასთან თანამშრომლობის კუთხით, დეპარტამენტი ყოველწილურად მონაწილეობას ღებულობს ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. 10 მაისს, კი ქვემო სილეზიის სტენდი "EXPO BATUMI TRAVEL“-ზე იქნება წარმოდგენილი.

დელეგაციაში ქვემო სილეზიის მარშალის მოადგილე, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის ვიცე-მარშალი და ქვემო სილეზიის მთავრობის წევრები იმყოფებიან. ისინი რეგიონში 11 მაისამდე დარჩებიან, დაათვალიერებენ რეგიონის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და დაესწრებიან "EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019"-ს გამოფენას. ასევე, შეხვედრებს გამართავენ აჭარის უმაღლესი საბჭოს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მენეჯმენტთან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს