ბორჯღალოსნები ტესტ მატჩებისთვის ემზადებიან

"თიბისი რაგბის სერიები 2019"-ის დაწყებამდე 4 თვეზე ნაკლები რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ესაა ტრადიცია, რომელსაც ორი წლის წინ საქართველოს რაგბის კავშირმა და „თიბისიმ“ ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი. წელსაც, მოწინავე სარაგბო ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ნაკრების აგვისტოს ტესტ-მატჩებს სახელობითი სერიის სახე მიენიჭება და მის ფარგლებში ბორჯღალოსნები ორ ტესტს სამშობლოში გამართავენ.

„სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები რუსეთს, მიხელ მესხის სტადიონზე, 27 აგვისტოს დაუპირისპირდება. ხოლო მეორე შეხვედრა შოტლანდიასთან "დინამო არენაზე", 31 აგვისტოს გაიმართება.ეს ბორჯღალოსნების ბოლო ორი საშინაო მატჩია იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე. ერთად გავაცილოთ ბიჭები იაპონიაში, რაგბი ჩვენი თამაშია!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია