ბათუმში გაზის მილის დაზიანების შედეგად, ბუნებრივი აირი 50 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად გაზის მილი დაზიანდა. როგორც „სოკარ ჯორჯიაში" აცხადებენ, ამ დროისათვის ბუნებრივი აირი ბათუმსა და ხელვაჩაურში 50 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება.

„დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენი, არის სრული დაზიანება, რის გამოც მთლიანად გამოირთო ბათუმი და ხელვაჩაური. აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ, სავარაუდოდ, ხვალ შუადღიდან დავიწყებთ აბონენტების ეტაპობრივ ჩართვას, ამ დროისთვის ძნელი სათქმელია, ზუსტად რა დროში აღდგება სრულად გაზმომარაგება", - განაცხადა „სოკარ ჯორჯია გაზის" აჭარის ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი უწყებების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო