11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტო სემინარი დასრულდა

ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტო ადმინისტრაციებისთვის საპარლამენტო სწავლებისა და კომუნიკაციების შესახებ სემინარი დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, სემინარი, დასკვნით სესიაზე საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატების უფროსებმა - გივი მიქანაძემ, მაია ხაჯიშვილმა და GIZ-ის წარმომადგენელმა თამარ ზოდელავამ შეაჯამეს. მათ საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მემორანდუმის ფარგლებში 8-თვიანი აქტივობები შეაფასეს.

სემინარის ორგანიზატორებმა თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, აქტიური თანამშრომლობისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს, აპარატის ხელმძღვანელს მაია ხაჯიშვილსა და აპარატის თანამშრომლებს.

სემინარში, რომელიც 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს, ბელარუსის, უკრაინის, ლიეტუვას, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის საპარლამენტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები და ევროპის წამყვანი ქვეყნების ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია